სტუდენტები და სპორტსმენები მთავრობის კანცელარიისკენ დაიძვრნენ
სტუდენტები და სპორტსმენები მთავრობის კანცელარიისკენ დაიძვრნენ
16:48 26.09.2012
ქართველი სპორტსმენები ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე სტუდენტების აქციას შეუერთდნენ.

სტუდენტები და სპორტსმენები ერთობლივი ფეხით მსვლელობით, მთავრობის კანცელარიისკენ დაიძვრნენ.

სპორტსმენების განცხადებით, ისინი სტუდენტების მოთხოვნებს უერთდებიან და პატიმართა მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

თავის მხრივ, სტუდენტები მთავრობისგან მოითხოვენ უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ქართულ ციხეებში ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ.

ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე ფეხით მსვლელობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ბეჭდვა