სპორტსმენთა მსვლელობას „ქართული ოცნების“ წევრი, ძიუდოისტი შოთა ხაბარელი შეუერთდა
სპორტსმენთა მსვლელობას „ქართული ოცნების“ წევრი, ძიუდოისტი შოთა ხაბარელი შეუერთდა
16:28 26.09.2012
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით მიმდინარე სპორტსმენების მსვლელობაში საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ძიუდოისტი შოთა ხაბარელი მონაწილეობს.

როგორც „ნიუსპრესს“ შოთა ხაბარელმა მსვლელობისას განუცხადა, არსებული ხელისუფლებისგან კიდევ ბევრი სიბინძურეა მოსალოდნელი, მაგრამ ამას ქართველი ხალი არ დაუშვებს.

მისი თქმით, ყველაფერი უკვე დასრულებულია, რადგან მთელი ქვეყანა ფეხზე დგას.

„იმ უმსგავსობებს, რომლებსაც პრეზიდენტის ბანდა აკეთებს, წერტილი უნდა დაესვას. თსუ-სთან სტუდენტებს შევუერთდებით და მათ მოთხოვნებს გავიზიარებთ, რადგან, ვფიქრობ, რომ მათი მოთხოვნები ლეგიტიმურია“- განაცხადა ხაბარელმა.

სპორტსმენები მსვლელობით ფეხბურთის ფედერაციიდან თსუ-ს პირველი კორპუსისკენ მიემართებიან.





ბეჭდვა