ხვალ, ჯვართამაღლების დღესასწაულზე თბილისის კურთხევა იგეგმება
ხვალ, ჯვართამაღლების დღესასწაულზე თბილისის კურთხევა იგეგმება
16:13 26.09.2012
ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით და შექმნილი რთული სიტუაციის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ხვალ თბილისის კურთხევა იგეგმება.

როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოდან აცნობეს, ლოცვით, ნაკურთხი წლის სხურებითა და ჯვარ-ხატებით მსვლელობა სასულიერო პირების მონაწილეობით დაიწყება ოთხი მიმართულებიდან - ვაკიდან - საბურთალოს პანთეონი, ამაღლების ტაძრიდან, ვაჟა-ფშაველადან წმინდა ბარბარეს ტაძრიდან, კინოთეატრ „საქართველოდან“ (წმინდა ბარბარეს ტაძრიდან) და ასევე წმინდა ბარბარეს სახელობის (ქვედა) ეკლესიიდან (ქინძმარაულის ქ.).

საპატრიარქოს ცნობით, სამი მხრიდან - ვაკე, საბურთალო, დიდუბე შეკრების ადგილი არის გმირთა მოედანი, სადაც ხალხი თავს მოიყრის 16.00 საათზე და შემდეგ მეტეხის ხიდისკენ გაემართება, ასი ათასი ქართველის წამების ადგილზე. იქ 18:00 საათზე მსვლელობას მეოთხე ნაკადი შეუერთდება და საზეიმო პარაკლისი შესრულდება.

დედაქალაქის კურთხევაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.

ბეჭდვა