სპორტის სამინისტროსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან
სპორტის სამინისტროსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან
15:10 26.09.2012
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაცია „ქართული სპორტის ქომაგების“ დამფუძნებელმა ბექა ნოზაძემ განუცხადა,  როდესაც ქვეყანაში პატიმრებთან დაკავშირებით მსგავსი სიტუაციაა, სპორტის ქომაგობა მეორე მხარეს გადადის და პირველ ეტაპზე ქვეყნის პრობლემები დგება.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჩუმად ყოფნის და აღნიშნული პროცესებისგან გამიჯვნის უფლება არ ჰქონდათ.

„ამ უკანონობის წინააღმდეგ ყველამ ხმა უნდა აღიმაღლოს და თავისი პოზიცია ღიად დააფიქსიროს, რადგან ჩვენ სპორტთან ყველაზე დაახლოებული პირები ვართ და სპორტსმენებს ვქომაგობთ, გადავწყვიტეთ, დღეს მათ გვერდით დავუდგეთ“ - განაცხადა ბექა ნოზაძემ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ფეხით მსვლელობას მოაწყობენ და თსუ-სთან და ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

როგორც იგი განმარტავს, დღევანდელ აქციაში მორაგბეები და როგორც მოქმედი, ისევე, ვეტერანი ფეხბურთელები და კალათბურთელები მიიღებენ მონაწილეობას.



ბეჭდვა