სტუდენტები უნივერსიტეტიდან კანცელარიის მიმართულებით ფეხით მსვლელობას მოაწყობენ
სტუდენტები უნივერსიტეტიდან კანცელარიის მიმართულებით ფეხით მსვლელობას მოაწყობენ
10:38 26.09.2012
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დღეს სტუდენტების საპროტესტო აქცია განახლდება.

როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს „ბიზნესის განვითარების კავკასიის ცენტრის“ წარმომადგენელმა, სტუდენტთა გაერთიანების მოდერატორმა სერგო ბარამიძემ განუცხადა, აქცია თსუ-სთან 15:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც მთავრობის კანცელარიის მიმართულებით ფეხით მსვლელობა მოეწყობა.

პატიმრების წამების წინააღმდეგ მიმართული სტუდენტთა საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

სტუდენტები ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვენ, რომლებიც მსჯავრდებულების წამებაში მონაწილეობდნენ.

ბეჭდვა