ვეტერანთა შვილებისათვის ჩეხეთში სპეციალური სასწავლო პროგრამა შემუშავდა
ვეტერანთა შვილებისათვის ჩეხეთში სპეციალური სასწავლო პროგრამა შემუშავდა
10:39 03.08.2021
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ჩეხურ საქველმოქმედო ფონდ "REGI BASE" და "REGI BASE GEORGIA''-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩეხურმა და ქართულმა მხარემ, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე, შვილი, შვილიშვილი) სპეციალური, საგანმანათლებლო პროგრამა შეიმუშავა, რომელიც გულისხმობს, 18-24 წლის, 10 სტუდენტის ჩეხეთში, პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში 1 წლიანი, როგორც საბაკალავრო, ისე, სამაგისტრო სასწავლო კურსის სრულ დაფინანსებას ეკონომიკისა და მენეჯმენტის სპეციალობაზე.

პროგრამაში მონაწილეებისთვის აუცილებელ მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა, ვინაიდან სასწავლო პროცესი ინგლისურად წარიმართება. ჩეხური მხარე, ასევე, იღებს პასუხისმგებლობას სტუდენთა ყოველთვიურ სტიპენდიაზე 3000 ჩეხური კრონის ოდენობით, მათ სამჯერად კვებაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის ბილეთებით, SIM ბარათით, საცხოვრებლითა და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფაზე. სტუდენტთა ჯგუფს გამოეყოფა 1 კურატორი, რომელიც მათ დახმარებას გაუწევს ყველა იმ საკითხის მოგვარებაში, რომლებიც სწავლისა და პრაქტიკული მეცადინეობების დროს წარმოიშობა.

განაცხადების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 10 აგვისტოს 18:00 საათამდე;

დაინტერესებულმა პირებმა ელ ფოსტაზე info@regibase.ge უნდა გააგზავნონ შემდეგი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე:

1. სახელი გვარი

2. დაბადების თარიღი

3. მამის სახელი და გვარი

4. დედის სახელი და გვარი

5. მამის სამუშაო ადგილი და თანამდებობა

6. დედის სამუშაო ადგილი და თანამდებობა

7. განათლება (სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი)

8. ჰობი

9. ინგლისური ენის ცოდნის დონე

10. ბოლო 2 წლის განმავლობაში თუ ყოფილხართ ევროპაში?

11. თუ კი, რომელ ქვეყნებში ხართ ნამყოფი და რა იყო თქვენი მოგზაურობის მიზანი?

12. მზად ხართ სწავლისა და პრაქტიკის შეთავსებისთვის?

13. ვიდეო პრეზენტაცია თქვენს შესახებ

14. ჩემი უცნაური ჩვევა არის..

15. თუ მექნებოდა საკუთარი ოცნების რეალიზების შესაძლებლობა, მე..

16. ჩემი ოქროს წესია

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ 'REGI BASE GEORGIA''-ს ოფიციალურ facebook გვერდზე: https://www.facebook.com/REGI-Base-Georgia-105948995121377/?ref=page_internal

ფონდი ''REGI BASE I'' ჩეხეთში, 10 წლის წინ დაარსდა და მისი მიზანი, საომარ მოქმედებებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული ვეტერანების სამედიცინო დახმარება და რეაბილიტაციაში ხელშეწყობაა. მათი დევიზია:'' ვეხმარებით მათ, ვინც სამშობლოს ემსახურა''. ფონდმა, საქართველოში, თავისი ფილიალი, ''REGI BASE GEORGIA'' გასული წლის დეკემბერში დააფუძნა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ვეტერანებისთვის დახმარების გაწევას.

აღსანიშნავია, რომ ''REGI BASE I'' და 'REGI BASE GEORGIA''-ს წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 31 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს სტუმრობდნენ. ვიზიტის დროს, სამსახურსა და ჩეხურ ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და განათლების კუთხით თანადგომას და მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ბეჭდვა