დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
10:11 03.08.2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ვაზისუბნის I, II, IIა მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, გლდანის მასივის IVბ მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, იასამნის, გობრონიძის, ლეჟავას, პატარიძის, არაყიშვილის, აბაშიძის, შოშიტაიშვილის, პილსუდსკის და ვაზის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ქურდიანის, მეტრეველის, მაიაკოვსკის და იამანიძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

ბეჭდვა