უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია დღეს 17:00 საათზე ფილარმონიასთან განახლდება.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, პატიმრების სოლიდარობის აქცია მანამდე გაგრძელდება, სანამ აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ის პირები არ დაისჯებიან, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობდნენ.
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერით პატიმართა წამების ამსახველი კადრები გავრცელდა.
