ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ღორის ჭირის გავრცელების საფრთხე არ არსებობს - სურსათის ეროვნული სააგენტო
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ღორის ჭირის გავრცელების საფრთხე არ არსებობს - სურსათის ეროვნული სააგენტო
16:03 30.07.2021
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების საფრთხე არ არსებობს - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სააგენტო მაქსიმალურად აკონტროლებს ეგრეთწოდებული საზღვრის მიმდებარედ არსებულ ვითარებას. ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის და უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტომ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა რეგიონში არსებულ ორგანიზებულ ფერმებსა და მოსახლეობას" - აცხადებენ უწყებაში.

ბეჭდვა