გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სასწავლო მოდული შემუშავდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სასწავლო მოდული შემუშავდა
23:12 28.07.2021
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა აგრარული მიმართულების პედაგოგებს, ხარისხის მენეჯერებსა და კოლეჯების დირექტორებს სასწავლო მოდული „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა” და „კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი, დაბალემისიებიანი სოფლის მეურნეობა” გზამკვლევი გააცნეს.

სასწავლო მოდული პროფესიული სასწავლებლებისთვის გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით შემუშავდა.

კურსი მოიცავს საქართველოში აგროეკოლოგიური და კლიმატური ზონების მიმოხილვას, არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით მემცენარეობასა და მეცხოველეობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკის გაცნობას, კლიმატის ცვლილების გავლენას სოფლის მეურნეობაზე, ასევე, კლიმატგოვრული და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობას.

პროფესიულ სასწავლებლებში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სასწავლო კურსის დანერგვის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შეფასების, აღნიშნული რისკების შემამცირებელი ღონისძიებების შემუშავების და თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშესაწყობად, შესაბამისი პროფესიული კადრების მომზადება. სასწავლო მოდული შემუშავებულია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის ფარგლებში - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია”.

ბეჭდვა