ირაკლი ღარიბაშვილი: ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!
ირაკლი ღარიბაშვილი:  ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!
18:31 28.07.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ "Facebook"-ში წერს.

"პირველი ოქრო!
ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია! ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა! ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ბეჭდვა