„დავითიანნის“ წარმომადგენლები 27 სექტემბერს მსვლელობას მოაწყობენ
„დავითიანნის“ წარმომადგენლები 27 სექტემბერს მსვლელობას მოაწყობენ
21:56 25.09.2012
მოძრაობა „დავითიანნის“ წარმომადგენლები 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, პატიმართა მიმართ სოლიდარობის დასაფიქსირებლად, სპორტის სასახლიდან ფეხით მსვლელობას მოაწყობენ.

როგორც „ნიუსპრესს“ მოძრაობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ისინი მეტეხის ხიდის მიმართულებით წავლენ და მსვლელობა სწორედ ხიდთან დასრულდება.

„დავითიანნისა“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ წუთებში სიონის საკათედრო ტაძარში არიან შეკრებილი, სადაც მშვიდობის პარაკლისი აღევლინება.

მოძრაობის წევრებმა ანალოგიური მსვლელობა დღეს სპორტის სასახლიდან სიონის საკათედრო ტაძრის მიმართულებით მოაწყვეს.

მსვლელობის დროს მათ ფილარმონიის წინ მიმდინარე უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.


ბეჭდვა