აჭარაში, დღის განმავლობაში, 2000-მდე ადამიანი აიცრა
აჭარაში, დღის განმავლობაში, 2000-მდე ადამიანი აიცრა
16:03 27.07.2021
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა.

ოპერატიული შტაბის ფორმატში ისაუბრეს ვაქცინაციის პროცესზე რეგიონში. აჭარაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 2000-მდე მსურველმა ჩაიტარა. ჯამში აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს 45 000 მდე პირს.

ვაქცინაცია აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს ადმინისტრირებას ექვსი კლინიკის 19 ამცრელი ბრიგადა უწევს. დღეიდან მოსახლეობას აცრა „სინოფარმით" და „სინოვაკით" ორ საზოგადოებრივ სივრცეში, ,,მეტრო-სითსა" და ,,ბათუმი მოლში" იქნება შესაძლებელი.
ბეჭდვა