რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია
13:49 05.03.2012
რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შეფერხებულია.

როგორც "ნიუსპრესს" თვითმხილველებმა აცნობეს, დიდთოვლის გამო, ზესტაფონიდან რიკოთის უღელტეხილამდე გადაადგილება შეიზღუდა. გზა ჯერჯერობით არ იწმინდება და არც შესაბამისი ტექნიკა მუშაობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზების გაწმენდა 24 საათის განმავლობაში ხორციელდება და შესაბამისი ტექნიკაც მთელი საქართველოს მასშტაბითაა მობილიზებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით კი, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ქარბუქის გამო გართულდა. ტრანსპორტის გადაადგილებას უსაფრთხოების მიზნით საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

ბეჭდვა