სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
19:03 25.09.2012
ქვესადგურში „დიდი ნავთლუღი” სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ 12.00 საათიდან ერთი საათის განმავლობაში, სამგორის რაიონის ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება - კახეთის გზატკეცილის, მშენებელთა დასახლების, ქაიროს და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.





ბეჭდვა