ფილარმონიასთან სამოქალაქო საზოგადოების და უფლებადამცველების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფილარმონიასთან სამოქალაქო საზოგადოების და უფლებადამცველების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
18:20 25.09.2012
ფილარმონიასთან სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები იმ პირების დასჯას მოითხოვენ, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამებაში მონაწილეობენ.

როგორც აქციაზე დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, აღნიშნული პირები უკლებლივ უნდა დაისაჯონ.

მისი თქმით, იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დასრულდეს, აუცილებელია, არჩევნებამდე მშვიდად მისვლა, თუმცა, პროტესტის მუხლის შენარჩუნება.

„1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილს გამოვუცხადოთ პროტესტი. ვიყოთ მტკიცედ, ვიყოთ მშვიდად და მუხტი არ დავკარგოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები ამ უსამართლობის წინააღმდეგ“ - განაცხადა კობაიძემ.

უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციები უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს.

ბეჭდვა