დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:22 21.07.2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე სოფელი კიკეთის, ბეთანიის და დიდების, აგრეთვე მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.

ასევე, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას მეტეხის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, მაჭარის და სოლომონ ბრძენის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კი კაკაბაძეების ქუჩის მოსახლეობა.

ბეჭდვა