ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები" აგვისტოდან ამოქმედდება
ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები" აგვისტოდან ამოქმედდება
21:48 19.07.2021
ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები" აგვისტოდან ამოქმედდება – ახალი დიზაინის სამარშრუტო ტაქსის ფოტოები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

იუსტიციის სახლის სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები წინასწარ შერჩეული მარშრუტებითა და რეგულარულობით იმ სოფლებს ჩააკითხავენ, რომლებიც დაშორებულია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. ასეთი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, ადგილზე, სოფელშივე აიღოს და შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მიიღოს მისთვის საჭირო სხვა მომსახურება.
ბეჭდვა