მამუკა ღლონტი - თუ ინგა გრიგოლია ჩვენს შეთავაზებას დათანხმდა, გადაცემის ფორმატზე მოლაპარაკება რთული არ იქნება
მამუკა ღლონტი - თუ ინგა გრიგოლია ჩვენს შეთავაზებას დათანხმდა, გადაცემის ფორმატზე მოლაპარაკება რთული არ იქნება
15:51 25.09.2012
ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი მამუკა ღლონტი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ინგა გრიგოლიას  თანამშრომლობას სთავაზობს.

როგორც ღლონტმა ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, თუ კი ინგა გრიგოლია პოლიტიკიდან ჟურნალისტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, „მაესტრო“ მას საკუთარ არხზე ეპატიჟება.

„ჩვენთვის საინტერესოა, მიიღებს თუ არა ინგა გრიგოლია ამ გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ მისი ადგილი უფრო მედიაშია, ვიდრე პოლიტიკაში“ - განაცხადა ღლონტმა და დასძინა, რომ თუ კი გრიგოლია ამ შეთავაზებას დათანხმდება, კონკრეტული გადაცემის ფორმატზე მოლაპარაკება რთული არ იქნება.

გრიგოლიამ, რომელიც ქდმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო გლდანში, არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მისი პარტიის წარმომადგენელმა ცესკო-ს დადგენილებას - საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეო გადაღების ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ მხარი დაუჭირა.

ბეჭდვა