პირველად საქართველოში, მშობლისა და აღმზრდელის წიგნი - ,,თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის” გამოიცა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმძღვანელოს პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
წიგნში მოცემულია რჩევები და თამაშები სკოლამდელი ასაკის ბავშვის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობისთვის.
„აღნიშნული პუბლიკაცია დაეხმარება სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებსა და აღმზრდელებს უკეთ დაგეგმონ განმავითარებელი და ბავშვისთვის საინტერესო აქტივობები თუ თამაშები როგორც საბავშვო ბაღში, ასევე სახლში“ - აღინიშნა პრეზენტაციაზე.
მშობლისა და აღმზრდელის წიგნი უსასყიდლოდ გადაეცემა ყველა მუნიციპალურ ბაღს საქართველოს მასშტაბით, ელექტრონული ვერსია კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე www.elibrary.emis.ge განთავსდება.
