დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:07 16.07.2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, დმანისის, მარტყოფის, მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის, არაგვისპირელის, ზურაბ ქვლივიძის, ემილ ვერჰარნის, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების, ტერენტი გრანელის, ობსერვატორიის, ანაკლიის, ანა პოლიტკოვსკაიას, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, მოწამე ვასილისკოს, კონსტანტინე ერისთავის, იუსტინე აბულაძის, იორის, პატარძეულის, დესპინე გელოვანის, უჯარმის, ჭრელაშვილის, კაჭარავას, ეთერ კაკულიას, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის და დოლაბაურის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, სანზონის, დეპოს, აეროპორტის დასახლების, ქიზიყის, პოლიციის, კავთისხევის, კოხრეიძის, წმინდა მელქისედეკ I, საყვირის, სვანეთის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის და მახინჯაურის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე აკაკი წერეთელის გამზირის, ირაკლი გამრეკელის, გურიელის, შალვა ნუცუბიძის, ძოწენიძის, დავით გამრეკელის, დუდუ დადიანის, თორნიკე ერისთავის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობა.

ასევე გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, სანაპიროს, თევდორე მღვდლის, ნონა გაფრინდაშვილის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე კონსტანტინე ერისთავის და ხივინის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

ბეჭდვა