საჯარო სამსახურში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით თბილისში ორდღიანმა საერთაშორისო კონფერენციამ - ,,საჯარო
სამსახურის სერვისები - ორიენტაცია თანამედროვე გადაწყვეტაზე" დაიწყო მუშაობა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მუშაობაში 132 უცხოელი და ადგილობრივი დელეგატი მონაწილეობს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ისეთი ინოვაციები, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვებისა და ელექტრონული აუქციონების თანამედროვე მექანიზმები, საბაჟო სამსახურის რეფორმა, იუსტიციის სახლი, კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება, განათლების, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობაში მიმდინარე რეფორმები და ა.შ.
კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ინოვაციური პრაქტიკების ექსპერტი ჰანიფ რაჰემთულა.
სემინარის მონაწილეები სახელმწიფო სერვისების კუთხით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს თბილისის იუსტიციის სახლსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში გაეცნობიან.
სემინარის ორგანიზატორები არიან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროკავშირის წარმომადგენლობა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება საქართველოში.
2011 წლიდან, საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ყოველწლიურად იმართება.
