დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:41 15.07.2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა კანდელაკის, ოდიშელიძის, ზემო ვეძისის, ჩერქეზიშვილის, ვირსალაძის, ბროსეს, ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას, ლუქსემბურგის, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესისი, ისაკაძის, ვაზისუბნის, თამარაშვილის, კარტოზიას, იოსელიანის, ფხაკაძის, ანჯაფარიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ორხევის დასახლების, შანდორ პეტეფის, კალოუბნის, აბაშვილის, ახვლედიანის, ჩანტლაძის, სოხუმის, ზუგდიდის, ზაქრაძის, მეუნარგიას, კვაჭანტირაძის, ინწკირველის, ცქიტიშვილის და კახიანის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, საკანდელიძის და იმედაძის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობა.

ბეჭდვა