კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ვაქცინაციის პროცესში მიიღეს მონაწილეობა
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ვაქცინაციის პროცესში მიიღეს მონაწილეობა
15:28 14.07.2021
ხელოვანებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. ანსამბლ „სუხიშვილებისა" და „ერისიონის" მოცეკვავეების ვაქცინაცია თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უზრუნველყო.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ანსამბლ „სუხიშვილებისა" და „ერისიონის" წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზიარება. მათი თქმით, სახელოვნებო და სხვა დარგების საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვისთვის, იმისათვის, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს სრულად დაუბრუნდეს, ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.

ბეჭდვა