„ევრაზიის ინსტიტუტის“ სოციოლოგიური სამსახურის უფროსი ლევან მეტრეველი აცხადებს, რომ მისი შვილის ნიკოლოზ
მეტრეველის სახლთან, რომელიც „თავისუფალ სტუდენტთა კავშირის“ თავმჯდომარეა, დილიდან კუდ-ის მანქანები შეიმჩნევა.
ამის შესახებ ლევან მეტრეველმა დღეს ჟურნალისტებს აცნობა. მეტრეველის თქმით, მისი ვაჟი აქტიურადაა ჩართული სტუდენტების საპროტესტო გამოსვლებში და წუხელ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით განაცხადა, რომ მისი და მისი მეგობრების მიმართ შანტაჟი ხორციელდება.
„ჩემი შვილი სოციალურად აქტიური ადამიანია. მას კავშირი არა თუ ნარკოტიკებთან, სიგარეტთანაც კი არა აქვს. მისი მეგობრების ბედი ისევე მაინტერესებს როგორც ჩემი შვილის“-განაცხადა ლევან მეტრეველმა.
ის მიიჩნევს, რომ სტუდენტებში არსებულ საპროტესტო მუხტს შანტაჟი ვერ შეაჩერებს და მხოლოდ კანონიერების აღდგენა გახდება პროტესის განელების საფუძველი.
