დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
08:37 13.07.2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დაბა კიკეთის, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი ჭალის, სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, სვანების დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ქვემო მელითონეთა დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ჟორდანიას, ღოღობერიძის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, რაფიელ აგლაძის, ქიზიყის, ხოშარაულის, ბაღნარის, მანაგაძის, ჩიქვანაიას, სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის, გრიგოლ ხანძთელის, ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, მიხეილ თამარაშვილის, სვანიძის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ჭიათურის ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ყაზბეგის გამზირის, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV კვარტლის, საქსოფმანქანის დასახლების, თენგიზ სტურუას, ზაქარია მაისურაძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კარტოზიას ქუჩის მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე წყნეთის გზატკეცილის, ზურაბ საკანდელიძის და იმედაძის ქუჩების მოსახლეობა.

ბეჭდვა