მამუკა ღლონტი ინგა გრიგოლიას „მაესტროზე“ მუშაობას სთავაზობს
მამუკა ღლონტი ინგა გრიგოლიას „მაესტროზე“ მუშაობას სთავაზობს
13:44 25.09.2012
ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს ინგა გრიგოლიას სთავაზობს, საქმიანობა  მის არხზე გააგრძელოს, იმ შემთხვევაში თუ ის პოლიტიკიდან წავა.

შესაბამისი განცხადება ღლონტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას: იმ შემთხვევაში, თუ ინგა გრიგოლია წამოვა პოლიტიკიდან, „მაესტრო“ მას სთავაზობს ჟურნალისტიკაში დაბრუნებას სწორედ ჩვენს არხზე. „მაესტროს“ დამფუძნებლების სახელით - მაკა ასათიანი და მამუკა ღლონტი" - წერს ღლონტი სოციალურ ქსელში.

გრიგოლიამ, რომელიც ქდმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო გლდანში, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. როგორც მან განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მისი პარტიის წარმომადგენელმა ცესკო-ს დადგენილებას - საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეო გადაღების ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ მხარი დაუჭირა.



ბეჭდვა