პატიმართა სოლიდარობის აქცია დღეს ფილარმონიასთან განახლდება
პატიმართა სოლიდარობის აქცია დღეს ფილარმონიასთან განახლდება
09:18 25.09.2012
პატიმართა სოლიდარობის აქცია დღეს ფოლარმონიასთან 15:00 საათზე განახლდება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სტუდენტები  და უფლებადამცველები საპროტესტო აქციაზე, რომელიც პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგაა მიმართული, ერთად შეიკრიბებიან.

აქციის მონაწილეები პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში მონაწილე პირების და ყველა იმ მაღალჩინოსნის დასჯას მოითხოვენ, რომლებიც აღნიშნულ ფაქტებში მონაწილეობდნენ.

ამასთან, დღეს სტუდენტების მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაგეგმილი აქცია აღარ ჩატარდება.

სტუდენტთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრები მომავალ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, დღეს 15:00 საათზე უნივერიტეტის ეზოში პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.


ბეჭდვა