თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
09:05 25.09.2012
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 12-დან 14:00 საათამდე ბერბუთის, ტყვარჩელის, ასლანიდის,  კოდორის, აკურის, ალექსიძის ქუჩებს გაეთიშება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენერგომომარაგება გუდარეხის და მეველეს ქუჩებს არ მიეწოდება.

12-დან 17:00 საათამდე კი, ელექტროენერგია გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონს გაეთიშება.

კომპანიის ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს ელექტროენერგია სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

ბეჭდვა