ლევან დავითაშვილი: მიზნობრივი საგრანტო პროექტების მხარდასაჭერად, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, 3 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი
ლევან დავითაშვილი: მიზნობრივი საგრანტო პროექტების მხარდასაჭერად, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, 3 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი
17:19 01.07.2021
„ყველაფრისთვის საჭიროა ინვესტიციები. სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშე არაფერი გამოვა. დღეს, პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ უპრეცედენტოდ გაიზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება მიზნობრივი საგრანტო პროექტების მხარდასაჭერად, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი იქნება 3 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორი, თავის მხრივ, მოახდენს 4 მილიარდი ლარის მობილიზებას. შემდეგი 9 წლის განმავლობაში, პირდაპირი ინვესტიციის სახით, მხოლოდ ძირითად საშუალებებში მიმართული იქნება 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია, იმისთვის, რომ ჩვენი ამბიციური მიზნები იქნას მიღწეული. ჩვენ გვექნება სისტემური პროექტები საკრედიტო რესურსებზე წვდომის კუთხით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ.

ბეჭდვა