დასუფთვების სამსახური ინფრასტრუქტურის სამინისტროს უერთდება
დასუფთვების სამსახური ინფრასტრუქტურის სამინისტროს უერთდება
12:45 05.03.2012
თბილისის დასუფთავების საქალაქო სამსახური ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში შევა.

ამის შესახებ საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიას თქმით, დასუფთავების სამსახური ცენტრალურ მთავრობასთან 1 აპრილიდან გაერთიანდება.

"დასუფთავების მომსახურება მთავრობის პრეროგატივა არ არის, რადგან ამ საქმეს ადგილობრივი თვითმმართველობები ახორციელებენ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენთან რეალური თვითმმართველობა არ არსებობს" - აღნიშნა გაბუნიამ.

გაბუნიას ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის თანახმად, დასუფთავების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიული პირი ხდება, რომლის კონტროლს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

კანონპროექტი ინიცირებულია, თუმცა, პარლამენტში მისი განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა. კანონი სავარაუდოდ, 1 აპრილიდან ამოქმედდება.


ბეჭდვა