ფილარმონიასთან სტუდენტებისა და უფლებადამცველების აქცია ხვალ განახლდება
ფილარმონიასთან სტუდენტებისა და უფლებადამცველების აქცია ხვალ განახლდება
22:03 24.09.2012
პატიმართა სოლიდარობის აქცია, რომელიც დღეს საღამოს ფილარმონიასთან გაიმართა, უკვე დასრულდა.

სტუდენტები და უფლებადამცველები საპროტესტო აქციას, რომელიც პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგაა მიმართული ხვალ, 15:00 საათზე ისევ ფილარმონიასთან განახლდება.

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ და პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დატოვეს.

აქციის რამდენიმე მონაწილე და სასულიერო პირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაიმართა, სადაც პერფორმანსი იგეგმება.

ბეჭდვა