კინოთეატრ "ამირანთან" ამ წუთებში ხმაურია.
კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ფილარმონიასთან გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის ავტომობილი გააჩერა.
საბოლოოდ ავტომობილის მძღოლი ზაფირ რახმანოვი მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს. აქციის მონაწილეებმა კინოს ტერიტორაზე გადაინაცვლეს, სადაც პოლიციის შემადგენლობაც მივიდა, გავრცელდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებსა და პატრულის თანამშრომლებს შორის დაპირისპირების შესახებაც.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველ კორპუსთან აპირებენ გადანაცვლებას
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა.
