ფილარმონიასთან პოლიციელების გამოჩენის გამო აქცია იშლება
ფილარმონიასთან პოლიციელების გამოჩენის გამო აქცია იშლება
20:23 24.09.2012
ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა დღეისთვის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც „ნიუსსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თათია ბიჭაშვილმა განუცხადა, პოლიციის გამოჩენის შემდეგ პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, ორგანიზატორებმა აქციის ხვალ 17.00 საათისთვის გადატანა არჩიეს.

„პოლიციელებიც ქართველები არიან და არა მგონია მათ ჩვენთვის რამის დაშავება სურდეთ, მაგრამ შესაძლოა, გამოჩნდეს პიროვნება, რომელმაც პროვოკაცია გამოიწვიოს“ - განაცხადა ბიჭაშვილმა.

აღნიშნული რჩევა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა მისცა.

აქციის მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს. თუმცა, უმეტესი ნაწილი ჯერჯერობით ისევ ადგილზე რჩება.

ამ დროისთვის მელიქიშვილის გამზირზე მოძრაობა სრულადაა აღდგენილი.

მძღოლები აქციის მიმართ სოლიდარობას საყვირებით გამოხატავენ.



ბეჭდვა