ფილარმონიასთან გზა გადაიკეტა
ფილარმონიასთან გზა გადაიკეტა
19:46 24.09.2012
ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას სტუდენტთა ჯგუფი შეუერთდა.

ამ დროისთვის ფილარმონიასთან მოძრაობა ჩაიკეტა და აქციის მონაწილეებს პატრული გზის სავალი ნაწილის გახსნისკენ მოუწოდებს.

აქციაზე ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ცეცხლმოკიდებული ცოცხი უჭირავს, რომელიც პატიმართა წამების ამსხველ ვიდეოკადრებში, მსჯავრდებულზე ძალადობის იარაღის სახით ფიგურირებს.

აქციის მონაწილეები პატიმართა წამებაში დამნაშავეების და იმ მაღალი თანამდებობის პირების დასჯას ითხოვენ, რომლებიც პენიტენციალურ სისტემაში წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე იყვნენ პასუხისმგებლები.



ბეჭდვა