ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პიველი კორპუსის ეზოში კონცერტი-პერფონმანსისთვის -„სისტემა უნდა დაინგრეს“ ემზადებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-ს სტუდენტმა ნატა სამადაშვილმა განუცხადა, მალე უნივერსიტეტის ეზოში კონცერტისთვის საჭირო აპარატურის მონტაჟი დაიწყება.
მისი თქმით, კონცერტზე ალტერნატიული მუსიკის შემსრულებლები გამოვლენ.
ნატა სამადაშვილის განცახდებით, კონცერტი 19.00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, იმის გამო, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თავდაპირველად სტუდენტებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე უარი განუცხადეს, მისი დაწყება დაგვიანდა.
სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტის წამრომადგენლებმა ელექტროენერგიის მიწოდებაზე საბოლოოდ თანხმობა განაცხადეს, შესაბამისად, კონცერტი მალევე დაიწყება.
თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებს იუსტიციის სალხიდან მიმავალი აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობა შეუერთდა.
აქციის დანარჩენი მონაწილეები კი, ფილარმონიისკენ გაემართნენ.
