თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
19:29 24.09.2012
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 12-დან 14:00 საათამდე ბერბუთის, ტყვარჩელის, ასლანიდის, კოდორის, აკურის, ალექსიძის ქუჩებს გაეთიშება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენერგომომარაგება გუდარეხის და მეველეს ქუჩებს არ მიეწოდება.

12-დან 17:00 საათამდე კი, ელექტროენერგია გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონს გაეთიშება.

კომპანიის ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს ელექტროენერგია სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

ბეჭდვა