მომღერალი ლიზა ბაგრატიონი აცხადებს, რომ წამების წინააღდმეგ ფილარმონიასთან გამართულ აქციაზე მისი მისვლის მიზანი იმ უდიდესი პროტესტის გამოხატვაა, რომელიც დღეს თითოეულ ქართველს აქვს.
მისი თქმით, ის მოუთმენლად ელოდება 1 ოქტომბერს და იმედი აქვს, რომ როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება, პროცესს არჩევნებამდე მშვიდად მიიყვანს.
„1 ოქტომბერს გადაწყდება ჩვენი ბედი. მივხვდებით, რისი ღირსნი ვართ. თუ ამის გაგრძელებას ვიმსახურებთ, დაე ვიყოთ ისე, როგორც ამ რვა წლის განმავლობაში ვიყავით“ - განაცხადა ბაგრატიონმა.
მისივე თქმით, მომავალში საზოგადოება იმ სიმაღლეზე უნდა დადგეს, რომ ვერცერთმა მთავრობამ ვეღარ გაუბედოს ის, რასაც აქამდე უბედავდა.
პატიმართა სოლიდარობის აქცია ფილარმონიასთან გრძელდება.
