ნიკუშა შენგელაია - ციხეებში პატიმრების წამების ფაქტებზე პასუხისმგებლობა მთელ მთავრობას ეკისრება
ნიკუშა შენგელაია - ციხეებში პატიმრების წამების ფაქტებზე პასუხისმგებლობა მთელ მთავრობას ეკისრება
19:18 24.09.2012
რეჟისორი ნიკუშა შენგელაია აცხადებს, რომ ციხეებში პატიმრების წამების ფაქტებზე პასუხისმგებლობა მთელ მთავრობას ეკისრება.

ამის შესახებ მან ფილარმონიასთან, წამების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე მისი ყოფნის მიზეზი ძალადობის დაგმობა და ძალადობის მსხვერპლთა სოლიდარობაა.

„მიხარია, რომ ახალგაზრდობა გამოცოცხლდა. მეამაყება მომავალი თაობა. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ ბოლომდე არ დაიჩოქა“-განაცხადა შენგელაიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ციხეებში ძალადობის ფაქტების შესახებ არ იცოდა.

„ამ ყველაფერს ცივილიზებული გზით უნდა ვუპასუხოთ და არჩევნებამდე მივიდეთ. რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი მსოფლიოს წინაშე ღირსებას დაიბრუნებს“-აღნიშნა შენგელაიამ.

ძალადობა აქციაზე მუსიკოსმა ნუკრი კაპანაძემაც დაგმო.

მისი თქმით, საზოგადოებამ შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც წამების ფაქტების შესახებ იცოდა და ქუჩაში ადრევე არ გამოვიდა.

„სიმღერა უნდა გადაგვედო და ყველას ხმამაღლა გვეყვირა“ - აღნიშნა მან.

ბეჭდვა