მასშტაბური სტუდენტური საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თავდაცვის სამინისტროდან ისუტიციის სახლისკენ მიემართებიან.
მსვლელობის გამო შეზღუდულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „ძირს ახალაია“ და „სისტემა დასანგრევია“.
იუსტიციის სახლის შემდეგ, აქციის მონაწილე სტუდენტები თსუ-ს პირველ კორპუსთან გადაინაცვლებენ, სადაც თეატრალიზებული აქცია, სახელწოდებით „სისტემა უნდა დაინგრეს“ გაიმართება.
საღამოს დაგეგმილ აქციაზე, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, 19.00 საათზე დაიწყება. ალტერნატიული მუსკის შემსრულებლები გამოვლენ.
