„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასმელი წყლის ახალი რეზერვუარი ექსპლუატაციაში გაუშვა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასმელი წყლის ახალი რეზერვუარი ექსპლუატაციაში გაუშვა
17:16 24.09.2012
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასმელი წყლის კიდევ ერთი ახალი სამარაგო რეზერვუარი ექსპლუატაციაში გაუშვა.

როგორც „ნიუსპრესს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, 10 000 კუბური მეტრის მოცულობის ახლადაშენებული რეზერვუარი ლილოში მდებარეობს.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი ობიექტის წყალსადენის მოქმედ ქსელთან მიერთების სამუშაოები კომპანიამ ორი კვირის წინ განახორციელა, მისი საექსპლუატაციოდ მომზადება და ტესტირება კი, გასულ კვირას დაასრულა.

თბილისის წყალმომარაგებისთვის ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და სექტემბრის დასაწყისში დაასრულა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რეზერვუარის სეისმური მდგრადობა მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი.

ლილოს რეზერვუარის ამოქმედების შემდეგ, ლილოს, „ვაზიანის სამხედრო“ და „საქნავთის“ დასახლებებს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, სოფლებს - ლილოსა და გამარჯვებას, იუმაშევის ქუჩას, ლილოში განთავსებულ საწარმოებსა და ობიექტებს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება.


ბეჭდვა