თავდაცვის სამინისტროს წინ მიმდინარე აქციის მონაწილე სტუდენტები ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდებენ - ნუ შეშინდებიან და ახალგაზრდების პროტესტს შეუერთდნენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ არჩილ წერეთელმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, იმაში, რაც დღეს ქვეყანაში კერძოდ კი, სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება, ბრალი თავდაცვის ახლანდელ მინისტრს დიმიტრი შაშკინსაც მიუძღვის.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემის ჩამოყალიბებაში, წლების წინ სწორედ შაშკინი მონაწილეობდა.
თავდაცვის სამინისტროსთან აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა პირის დასჯას მოითხოვენ.
თავდაცვის სამინისტროდან აქციის მონაწილეები იუსტიციის ახლადგახსნილ სახლთან გადაინაცვლებენ, სადაც მე-3 დღეა ახალგაზრდები შიმშილობენ.
