თსუ-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსკენ უკვე დაიძვრნენ.
როგორც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, თავდაცვის უწყების შემდეგ ისინი იუსტიციის ახალგახსნილი სახლისკენ დაიძვრებიან, სადაც რამდენიმე სტუდენტი შიმშილობს. აქციის მონაწილეები მოშიმშილე ახალგაზრდებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
თსუ-სთან ახალგაზრდები 15:00 საათზე შეიკრიბნენ და ძალადობა კიდევ ერთხელ დაგმეს. ისინი პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა დამნაშავის, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების დასჯას მოითხოვენ.
რაც შეეხება იუსტიციის სახლთან მოშიმშილე ახალგაზრდებს, მათი მოთხოვნა სამი დღის წინ დაკავებული დავით ფაცაციასა და ლაშა მესხიას გათავისუფლებაა.
