„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებული მოშიმშილეები მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ
„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებული მოშიმშილეები მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ
15:44 24.09.2012
კომპანია „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულმა 20-ზე მეტმა მოქალაქემ მთავრობის კანცელარიასთან, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ია ღონღაძემ განუცხადა, ამ დროისთვის მოშიმშილეები კანცელარიის წარმომადგენლებისგან პასუხს ელოდებიან, შეხვდება თუ არა მათ პრემიერ-მინისტრი ან რომელიმე კომპეტენტური პირი.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები ადგილზე მათი მოთხოვნის შესრულებამდე დარჩებიან.

„მოვითხოვთ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას, რათა ჩვენი პრობლემების შესრულება მოვთხოვოთ. ჩვენი პრობლემის ისევე, როგორც პატიმრების შესახებ ყველამ იცის, ამიტომ, ჩვენ პრემიერს მათზე რეაგირებას მოვთხოვთ“ - განაცხადა ია ღონღაძემ.

მისივე თქმით, კანცელარიისგან პასუხის მიღების შემდეგ, აქციის მონაწილეები ახალგაზრდების აქციას შეუერთდებიან, სადაც მოქალაქეობრივ პოზიციას დააფიქსირებენ და პატიმართა მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებმა დღეს მთავრობის კანცელარიასთან მათ საკუთრებაში არსებული ბინების გადაცემა და აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მიერ ადეკვატური რეაგირება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. დაზარალებულები ამ დრომდე კანცელარიასთან რჩებიან.

„ცენტრ პოინტმა“ 2003-2010 წლებში 6 200 ოჯახი დააზარალა. 2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „დექსუსმა“ „ცენტრ პოინტის“ ვალდებულებები 3 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.

ბეჭდვა