თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918-ის“ წევრმა რამდენიმე სტუდენტმა საკანცელარიო დანით სხეულზე ჭრილობები მიიყენა.
როგორც ისინი აცხადებენ, ამით მათ წამების წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.
პროტესტის ამ ფორმამ სტუდენტების დანარჩენ ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია. მათი თქმით, აქცია ძალდობის წინააღმდეგაა მიმართული და მსგავსი ინციდენტები ყოვლად დაუშვებელია.
ამ წუთებში უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია კვლავ მიმდინარეობს, რის შემდეგაც სტუდენტები თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის მიმართულებით ფეხით მსვლელობას მოაწყობენ.
