„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეკონომური პროგრამის პრეზენტაცია გამართა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეკონომური პროგრამის პრეზენტაცია გამართა
13:59 24.09.2012
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გამართა. მმართველი გუნდის ეკონომიკური და სოციალური პროირიტეტები და მიმართულებები საზოგადოებას ზურაბ ჯაფარიძემ გააცნო.

პრეზენტაციაზე ჯაფარიძემ დასაქმებაზე. სამუშაო ადგილების შექმნასა და სოფლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო 1 000 ლარიან ვაუჩერებს, ჯანდაცის საყოველთაო დაზღვევას, ასევე, უცხოურ ინვესტიციებს.

ჯაფარიძის თქმით, ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით შეიძლება, სხვა ბერკეტი სახელმწიფოს არ გააჩნია.

„უნდა შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც დასაქმების მაჩვენებლის ზრდის პირველი განმაპირობებელია“- აღნიშნა ჯაფარიძემ.

პრეზენტაცია 4 არასამთავრობო ორგანიზაციის - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, ლიბერალური აკადემია - თბილისის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინასაარჩევნო პროექტის ფარგლებში გაიმართა.

ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციები ამავე პროექტის ფარგლებში ედპ-მ, „ახალმა მემარჯვენებმა“ „ქდმ“-მ და „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გამართეს.

ბეჭდვა