საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში არჩევნების შეუფერხებლად ჩასატარებლად შესაბამისი ზომები მიიღო
საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში არჩევნების შეუფერხებლად ჩასატარებლად შესაბამისი ზომები მიიღო
13:40 24.09.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ საკუთარი არჩევანის შეუფერხებლად  და მშვიდ გარემოში გასაკეთებლად ყველა ზომა მიიღო.

ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პირობაა უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ საელჩოებსა და საკონსულოებში არჩევნებში მონაწილეობა შეუფერხებლად განხორციელდეს. სულ, საზღვარგარეთ 45 საარჩევნო უბანია გახსნილი.

როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ყველაზე დიდი რაოდენობით უბნები იქ გაიხსნა, სადაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა.

კერძოდ, ყველაზე ბევრი, 4 საარჩევნო უბანი საბერძნეთში - სალონიკსა და ათენში გაიხსნა, 3 უბანი გაიხსნა თურქეთში - ანკარაში, ტრაპზონსა და სტამბოლში, ასევე, 3 უბანი გაიხსნა უკრაინაში - კიევში, ოდესასა და დონეცკში და ორ-ორი აშშ-სა და ესპანეთში, კერძოდ, ვანშინგტონში, ნიუ-იორკში, მადრიდსა და ბარსელონაში.

ბეჭდვა