ორგანიზაცია „ინტერნიუსის“ მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, სიძულვილის ენის გამოყენება ყველაზე მეტად პრესაში ინტერნეტგამოცემებსა და ტელევიზიებში შეინიშნებოდა, რადიოები კი, ამისგან გაცილებით თავისუფალია.
შესაბამისი მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში „ინტერნიუსმა“ ცესკო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ წარადგინა, სადაც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედიაჯგუფის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა იმართება.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა დიანა ჩაჩუამ განაცხადა, სიძულვილის შემცველი შეფასებების ტირაჟირება ყველაზე მეტად ტელეკომპანია „კავკასიაზე“, ყველაზე ნაკლებად კი, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „რუსთავი 2“-ზე ხდება.
„ყველაზე მეტად სიძულვისლის ენას მედიის საშუალებით, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წარმომადგენლები და „ქართული ოქნება“ იყენებდა“ - განაცხადა ჩაჩუამ.
მონიტორინგი „ინტერნიუსმა“ 20 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით, ყველა მედიასაშუალებაზე ჩაატარა.
