იუსტიციის სახლთან შიმშილობის აქცია გრძელდება
იუსტიციის სახლთან შიმშილობის აქცია გრძელდება
11:52 24.09.2012
თბილისის იუსტიციის სახლთან ახალგაზრდები უკვე მესამე დღეა შიმშილობენ.

როგორც „ნიუსპრესს“ სტუდენტური გაერთიანება „ქართველის“ ხელმძღვანელმა ვაჟა ქორიძემ განუცხადა,  ისინი პოლიციის მიერ დაკავებული დავით ფაცაციას და ლაშა მესხიას სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ.

მისი თქმით, დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს 17:00 საათზე გაიმართება.

ქორიძის განცხადებით, ის დღეს თსუ-ს პირველ კორპუსთან დაგეგმილ აქციაზე მივა და სტუდენტებს მოშიმშილეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

„სტუდენტები პირველი კორპუსიდან დავიძრებით, მეტროსადგურ  „თავისუფლების“ მოედანთან სამოქალაქო საზოგადოება დაგვხვდება და სავარაუდოდ, 16:00 საათზე, იუსტიციის სახლთან გადავინაცვლებთ“ განაცხადა ვაჟა ქორიძემ.

ამ დროისთვის, იუსტიციის სახლთან შვიდი მოქალაქე შიმშილობს - ოთხი სტუდენტი, ერთი კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი უჩა კანდელაკი, მწერალი ირაკლი ლომოური და მისი მეგობარი.

ბეჭდვა