კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ მასობრივ დაპატიმრებებს აპროტესტებს
კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ მასობრივ დაპატიმრებებს აპროტესტებს
11:27 24.09.2012
კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ბოლო დღეებში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლთა მასობრივ დაპატიმრებას აპროტესტებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს აღნიშნულ საკითხზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.

როგორც კოალიციის თანათავმჯდომარე მაია ხარაძე აღნიშნავს, გუშინ „ქართული ოცნების“ ათეულობით აქტივისტი დაპატიმრეს ადმინისტრაციული წესით თბილისში, გორში, ქარელში, კასპში, ხაშურში, ფოთსა და მესტიაში.

„კოალიციაში შემავალი უფლებადამცველები წინასწარ ვაკეთებდით განცხადებებს, რომ ხელისუფლება არჩევნების დღის მოახლოებამდე ოპოზიციის მასობრივ დაპატიმრებებს დაიწყებდა“ - განაცხადა ხარაძემ.

მისი შეფასებით, მოსახლეობაში ნდობადაკარგულმა ხელისუფლებამ იმიტომ დაიწყო „ქართული ოცნების“ აქტივისტების მასობრივი დაპატიმრება, რომ ერთის მხრივ ოპონენტებზე ანგარიშწორება მოახდინოს და მეორეს მხრივ, მოსახლეობაში შიშის სინდრომი დანერგოს.

ბეჭდვა